გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნება“ წარმოადგენს კომუნისტურ ნომენკლატურულ რევანშს ვარდების რევოლუციის ფასეულობების წინააღმდეგ
„ქართული ოცნება“ სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი თავის მოსულელება ხან კარგად გამოსდის, ხან კი, ცუდად.
„საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართულ ოცნებას“ ზედ აკვდება. „ქართული ოცნება“ სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით. მაგალითად, გია ვოლსკი იყო საქართველოს სსრ კომუნისტური ცეკას ინსტრუქტორი. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს თავისი არსით და ბუნებით კომუნისტურ ნომენკლატურულ რევანშს ვარდების რევოლუციის ფასეულობების წინააღმდეგ, ამიტომ იყო ზედგამოჭრილი საბჭოთა კავშირის ჰიმნიც, საბჭოთა სიმბოლოებიც, საბჭოთა სულისკვეთებაც. მერაბ კოსტავა ციხეში იჯდა საქართველოს თავისუფლების ბრძოლისთვის, ვოლსკი, კოპალიანი და არაერთი ბატონი „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი და ბიძინა ივანიშვილის კარზე დღეს დაწინაურებული, იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამაში იღებდნენ ხელფასს. ამჯერად მათ საკუთარი თავის მოსულელება კარგად არ გამოუვიდათ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.