გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნება“ თავის დანამატ „პატრიოტთა ალიანსს“ ხშირად ათქმევინებს ხოლმე იმას, რის თქმასაც თავად ერიდება
„ქართული ოცნება“ თავის დანამატს, „პატრიოტთა ალიანსს“ ხშირად ათქმევინებს ხოლმე იმას, რის თქმასაც თავად ერიდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განუცხადა, რომელიც
„პატრიოტთა ალიანსის“ კვლევას გამოეხმაურა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის თაობაზე.
კანდელაკის თქმით, საქართველოს რუსეთთან დიალოგი უნდა ჰქონდეს და ეს არის ჟენევის ფორმატი.
„დიალოგი უნდა იყოს, რომელშიც ჩვენი მოკავშირეები ამერიკა და ევროკავშირი მიიღებენ მონაწილეობას. ეს უნდა იყოს არა კუთხეში მოქცეული საქართველო, არამედ საქართველო, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდას უზის, მოკავშირეებთან და მეგობრებთან ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად და არა მარტო. რაც შეეხება „პატრიოტების“ კვლევას, „ქართული ოცნება“ ხშირად ათქმევინებს თავის დანამატს იმას, რის თქმასაც ერიდება ხოლმე. ეს იმის ნიშანია, რომ საით უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წაყვანა“, – განაცხადა კანდელაკმა.