გიორგი კანდელაკი - მთავრობისა და შსს-ს მხრიდან ერთი პოლიციელის დაკავება ჯოხის გადატეხვის მცდელობაა
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საბჭოთა სტილში ერთი პოლიციელის დაკავება ჯოხის გადატეხვის მცდელობაა.
კანდელაკის თქმით, თუ შს მინისტრს გიორგი გახარიას ჰგონია, რომ საბჭოთა სტილში ჯოხის გადატეხვა პასუხისმგებლობას ააცილებს, ძალიან ცდება.
„საზოგადოება ამას არ მიიღებს, როგორც პასუხისმგებლობის აღებას“, – განაცხადა კანდელაკმა.
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელი გუშინ
დააკავეს.