გიორგი კალანდარიშვილმა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა
გიორგი კალანდარიშვილმა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

გიორგი კალანდარიშვილმა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, მოვალეობას ლევან ლეკიშვილი შეასრულებს, რომელიც ამ დროისთვის „ლიბერთის“ ფინანსური დირექტორია.

ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, წევრებმა დაადასტურეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ბანკის კორპორატიული მიზნების რეალიზაციის ხელშემწყობი და სასარგებლო.

ცვლილებები საჯარო რეესტრის სააგენტოში დღეს აისახა.

გიორგი კალანდარიშვილი ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი 2017 წლის ოქტომბრიდან იყო.  2015 წლიდან იკავებდა პროექტების დირექტორის თანამდებობას Hunnewell Partners Georgia-ში. ამავე დროს იყო ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წინა წლებში კი – Standard Group LLC პარტნიორი ლიტვაში.