გიორგი კალანდარიშვილი - თბილისის 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული ტექნიკური ხარვეზის გამო, რამდენიმე წუთში ხარვეზი გამოსწორდება
ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თბილისის ყველა უბნის მონაცემი ერთის გარდა დათვლილია, რომლის მიზეზიც ტექნიკური ხარვეზია.
როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ერთ უბანზე დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი რამდენიმე წუთში გამოსწორდება.
ამასთან, კალანდარიშვილმა თბილისის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებიც შესახებაც ისაუბრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ რამდენიმე უბანზე მცირე ხნით შეფერხდა პროცესი კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც არჩევნები შედეგზე გავლენა არ ჰქონია. თბილისის 769 უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული, ამ შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 99, 87 პროცენტია დათვლილი, საიდანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკანორ მელიამ მიიღო 44, 39 პროცენტი, ხოლო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, კახა კალაძემ 55,60 პროცენტი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.