გიორგი კალანდარიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ყოფილიყოს დასაბამი მეტი წარმატებული პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას
გიორგი კალანდარიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ყოფილიყოს დასაბამი მეტი წარმატებული პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას

წარმატებებს ვუსურვებ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მთლიან შემადგენლობას მნიშვნელოვან წამოწყებაში. ეს ყოფილიყოს დასაბამი მეტი წარმატებული და ნაყოფიერი პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმირებას, საზოგადოების წიგნიერების ზრდას ზოგადად საყოველთაო საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

„განსაკუთრებით არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით განხორციელდა ისეთი საინფორმაციო პროექტი, რომელიც უკავშირდება საზოგადოების ინფორმირებას, რისთვისაც მინდა, მთელი საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას ამ მართლაც ეფექტიანი პროექტის განხორციელებისთვის“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.