გიორგი კალანდარიშვილი - მოსამზადებელი პერიოდი და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ 2024 წლის არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და ამის თქმის საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში საპილოტე პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება.
მისივე თქმით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობის, შესაძლებლობების განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით არჩევნებამდე კიდევ გადაიდგმება ნაბიჯები.
„2018 წლიდან განხორციელებულმა რვა საპილოტე პროექტმა გვაჩვენა, რომ პროცესები, რომლებიც უკავშირდება ტექნოლოგიურ ინტერვენციას, მნიშვნელოვნად განვითარდა და დაიხვეწა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვათქვათ, რომ დავაგროვეთ მნიშვნელოვანი, სოლიდური გამოცდილება, რათა 2024 წლის 26 ოქტომბერს მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩავატაროთ. წინ არის მთელი რიგი სამზადისი, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა ინფორმირებულობას, ცნობიერების ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ჩართულ მხარეებთან მჭიდრო კომუნიკაციას. მოსამზადებელი პერიოდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.