გიორგი კაკაურიძე - მაქსიმალურად ვცდილობთ, საჯარო სექტორში ხელფასზე დავადგინოთ გარკვეული წესი, როგორც მაგალითად, პენსიებზე დავადგინეთ ინდექსაცია
საჯარო სექტორში ხელფასები არის ძალიან დაბალი და საბოლოო ჯამში, მივიღებთ ძალიან დაბალ, არაეფექტურ საჯარო სექტორს, რაც ალბათ არავის ინტერესში არ შედის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქცია „ლელოსთან“ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.
კაკაურიძის თქმით, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ხელფასების საკითხი მოგვარდეს.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, გარკვეული რესურსების მოვიძოთ, მათ შორის გამოვიყენოთ ოპტიმიზაციის რესურსი, რათა საჯარო სექტორში დავადგინოთ გარკვეული წესი, როგორც მაგალითად პენსიებზე დავადგინეთ ინდექსაცია. კერძოდ, აქაც გარკვეული წესი დადგინდეს, რომ ყველამ იცოდეს, საჯარო სექტორში მუშაობისას როგორ გაიზრდება მისი ხელფასი და რაზე იქნება ეს დამოკიდებული“, – განაცხადა კაკაურიძემ.