გიორგი კახიანი - წინა არჩევნებზეც ვნახეთ, რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის გაერთიანებები, მათი შედეგი არც ახლა იქნება განსხვავებული, ჩვენ კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე ვფიქრობთ
წინა არჩევნებზეც ვნახეთ, რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის გაერთიანებები, მათი შედეგი არც ახლა იქნება განსხვავებული, ჩვენ კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე ვფიქრობთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„ასეთი გაერთიანებები წინა არჩევნებზეც იყო და ვნახეთ, როგორი შედეგებით დასრულდა. თვალს ვადევნებთ სცენარს, რაც მანამდეც მომხდარა. ეს გაერთიანებები რას ემსახურება? არიან პარტიები, რომელთა მიზანია, რამენაირად ბარიერი გადალახონ და ისეთ გაერთიანებებში ყოფნა უწევთ, სადაც ერთმანეთს აკრიტიკებდნენ, ლანძღავდნენ. აღმოჩნდა, რომ გაერთიანება მოუწიათ საარჩევნო ბარიერის გადასალახად. მათი შედეგი განსხვავებული არ იქნება, არაფერი შეიცვლება, ჩვენ კი ვფიქრობთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.