გიორგი კახიანი - სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია
გიორგი კახიანი - სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ სასამართლო არ იქნება ობიექტური, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა აქციის დაშლისას დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი აქციის მონაწილეების მხრიდან.

„საზოგადოებამ კონკრეტული სამართალდარღვევები იხილა. მაგალითად, სამართალდარღვევაა, როცა პარლამენტის ფუნქციონირების ხელის შეშლას ცდილობ, სამართალდარღვევაა, როცა დეპუტატს შესაძლებლობას არ აძლევ, მისი უფლებამოსილება განახორციელოს, ასევე პოლიციას წინააღმდეგობას უწევ. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა. როგორ შეაფასებს სასამართლო მტკიცებულებას, ეს მისი გადასაწყვეტია. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ სასამართლო არ იქნება ობიექტური. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, როცა  არ მაქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, უკმაყოფილო მხარე აუცილებლად ეყოლება სასამართლომ“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან.

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ ათ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს 1000-ლარიანი ჯარიმა, 25 დალავებულის საქმის განხილვა კი, გადაიდო.