გიორგი კახიანი - ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებდა, რომ გაიმარჯვებდა და „ქართულ ოცნებას“ 25-30-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, იმ ტყუილების ტყვეობაშია, რითიც ამდენი ხანი კვებავდნენ საზოგადოებას
გიორგი კახიანი - ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებდა, რომ გაიმარჯვებდა და „ქართულ ოცნებას“ 25-30-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, იმ ტყუილების ტყვეობაშია, რითიც ამდენი ხანი კვებავდნენ საზოგადოებას

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, იმ ტყუილების ტყვეობაშია, რითიც ამდენი ხანი კვებავდნენ საზოგადოებას. საკუთარ ამომრჩეველს და აქტივისტებს ატყუებდნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და „ქართულ ოცნებას“ 25-30-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, ამიტომ მათ ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულებებიც წარმოეშვათ.

„ბუნებრივია, იმ ტყუილებს ასე მარტივად ვერ შეცვლიან. ამიტომ რაღაცნაირად ცდილობენ, თავიანთი ტყუილები განავრცონ. უფსკრულის პირას არიან და რაც დრო გავა, თავიანთი თავის მარგინალიზაციას უფრო მოახდენენ. ეს პროცესი ოთხი წლის წინ უკვე ვნახეთ და კარგად გვახსოვს, როგორც დასრულდა. ალბათ ოპოზიცია ასეთ აქციებს გააგრძელებს. ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ტყუილების კასკადით ცდილობენ. საზოგადოებას მაღალი პოლიტიკური ცნობიერება აქვს და მათ ასეთ მოკლეფეხებიან ტყუილებზე რეაგირება ექნება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.