გიორგი კახიანი - „ძალა ერთობაშიას“ მოთხოვნა სამართლებრივად აბსურდული და პოლიტიკურად პოპულისტურია
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივას, კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში ცვლილების შეტანის შესახებ, სამართლებრივად აბსურდულს და პოლიტიკურად პოპულისტურს უწოდებს.
კომიტეტმა „ძალა ერთობაშიას“ საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად ბლანკები უკვე გადასცა, თუმცა გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ მათი მოთხოვნა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ემსახურება და რეალურად განუხორციელებელია.
„პოლიტიკურად ეს არის პოპულისტური ინიციატივა. როგორც ჩანს მათ არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის სრული აბსურდი, რადგან ითხოვენ 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იმ კონსტიტუციურ ნორმაზე, რომელიც ვიდრე 200 000 ხელმოწერა შეგროვდება საერთოდ აღარ იარსებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, სრულიად ახალი კონსტიტუციური ნორმა ამოქმედდება და ის აღარ იარსებებს”, – განმარტავს კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ითხოვს, რომ ქვეყანაში მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება კონსტიტუციით აიკრძალოს.