გიორგი კაკაურიძემ სალომე სამადაშვილს მიმართა - ვინმემ გასატანად რომ მომცეს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ნამდვილად არ გავიტან, რადგან ქვეყნისთვის ფისკალურად დამაზიანებელი იქნება
გიორგი კაკაურიძემ სალომე სამადაშვილს მიმართა - ვინმემ გასატანად რომ მომცეს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ნამდვილად არ გავიტან, რადგან ქვეყნისთვის ფისკალურად დამაზიანებელი იქნება

პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან, რადგან ეს იქნება ფისკალურად  დამაზიანებელი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

კაკაურიძემ ფრაქციის წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვას უპასუხა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, იგი პირადად იყო ჩართული ანტიკრიზისული ბიუჯეტის პაკეტის შემუშავებაში და მასში სრულადაა ასახული, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

„პირადად ვიყავი ჩართული ბიუჯეტის ამ პაკეტის შემუშავებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოსაზრებები ბიუჯეტთან მიმართებაში, რაც თქვენ წარმოადგინეთ, არის, დაახლოებით, 5,5 მილიარდი ლარის საკითხი და პირდაპირ გეტყვით, რომ  ასეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის. მით უფრო, ნამდვილად არ მესმის  მსხვილ ბიზნესს, ისეთებს როგორიცაა მაგალითად, ჰესები, რკინიგზა, ვინც ქონების გადასახადის ძირითადი კონტრიბუტორია, რას მისცემდა ქონების გადასახადის გაუქმება, ეს საკითხი ეკონომიკურ შინაარსს ნამდვილად მოკლებულია. ამიტომ ბიუჯეტში, რაც გამომაქვს დახმარების პაკეტი როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის  ჩვენი მშპ-ს  6 პროცენტამდეა.  ამაზე მეტის აწევის საშუალება დღეს მაკროეკონომიკურად საქართველოს არ ჰქონდა და კიდევ ვიმეორებ თქვენ კითხვას, რომელი პაკეტი იქნებოდა ჩემთვის უფრო კომფორტული გასატანად, გპასუხობთ ვინმემ რომ მომცეს გასატანად ისეთი პაკეტი, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ნამდვილად არ გავიტან და  იმ თანამდებობას, რასაც ვიკავებ, დავტოვებ, რადგან არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტის გატანა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.