გიორგი კაკაურიძე - მთავრობის დახმარების საკითხზე მოქალაქეებისთვის დეტალური ინფორმაცია მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი
საქართველოს მთავრობის დახმარების საკითხზე მოქალაქეებისთვის დეტალური ინფორმაცია მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე განაცხადა.
„ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი აქ იქნება საგარანტიო სქემა. საგარანტიო სქემაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ადრე ეს ეხებოდა ახალ ბიზნესებს, რათა ინვესტიციები განხორციელებულიყო, დღეს ჩვენ საგარანტიო სქემით შევდივართ არსებულ სესხებში, რაც მისცემს კომპანიებს საშუალებას განახორციელონ მათი სესხების რესტრუქტურიზაცია. შესაბამისად, მათი ყოველთვიური ხარჯვითი ნაწილი იყოს ნაკლები და შესაბმისად, ჰქონდეთ საშუალება ახალი სესხის აღების. ეს ძირითადად საბრუნავი საშუალებებისთვის სესხი იქნება. ეს კომპანიები შეძლებენ შეინარჩუნონ მათი საქმიანობა და შეინარჩუნონ მათი დასაქმებული პირები ამ კომპანიებში. ეს არის ამ ეტაპისთვის, რაც მნიშვნელოვანი პაკეტია. თითოეული მიმართულებით, სოციალურს რაც შეეხება და მოქალაქეებს, დეტალური ინფორმაცია, ინსტრუქცია კითხვა-პასუხის რეჟიმში, მომავალი კვირიდან ეტაპობრივად ცნობილი გახდება და ამაზე ყოველდღიურ რეჟიმში დღეს მიმდინარეობს მუშაობა. მომდევნო კვირისთვის უკვე დეტალური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ამ დახმარების მიღება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.