გიორგი კაკაურიძე - ლარიზაციის პროგრამა მყისიერ შედეგს ვერ გამოიღებდა და ამ პროცესს 6-7 წელი დასჭირდება
ლარისადმი ნდობა არც გაუარესებულა და არც გაუმჯობესებულა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი დაიტერესდა, რატომ იზრდება ლარიზაციის პროგრამის განხორციელების მიუხედავად მოქალაქეთა დანაზოგები დოლარში.
„მთავრობის მიერ ინვესტირებული 16 მილიონი ლარის მიუხედავად, მოსახლეობა ლარს მაინც არ ენდობა. პროგრამის მიზანი კი დოლარიზაციის შემცირება იყო. ლარიზაციის პროგრამა მყისიერ შედეგს ვერ გამოიღებდა და ამ პროცესს 6-7 წელი დასჭირდება. დროა საჭირო, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის დონე შემცირდეს და 30%-ზე მეტი არ იყოს. ლარიზაციის შედეგი ასეთია, მოსახლეობის უფრო მცირე ნაწილს აქვს საბანკო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, რაც კარგია სახლხისთვისაც და ქვეყნისთვისაც“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.