გიორგი კაკაურიძე - ეკონომიკის სამინისტროს შენობა ანაკლიაში გამოსყიდვიდან დარჩენილი თანხით აშენდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობა ანაკლიის მიწების გამოსყიდვიდან დარჩენილი თანხით აშენდება.
მისივე თ თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიის, სოციალური დახმარებისა და შემწეობის ზრდა არ იგეგმება.
“ეს ერთჯერადი ხარჯია ბიუჯეტიდან, სოციალური შემწეობების ზრდას კი მუდმივი ფინანსები სჭირდება, ეს რესურსი სახელმწიფოს არ აქვს”, – განაცხადა კაკაურიძემ.