გიორგი კაკაურიძე - 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მორგებული და ორიენტირებულია საქართველოს მოქალაქეებზეა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მორგებული და ორიენტირებულია საქართველოს მოქალაქეებზეა.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არსებული დამატებითი შემოსავალი მოქალაქეთა იმ საჭიროებებზე მიემართება, რომელიც ყველაზე მეტ დახმარებას საჭიროებდა.
მისი თქმით, მოქალაქეებზე ბიუჯეტის ორიენტირებულობა უნდა იყოს არა მხოლოდ წელს, არამედ ყოველწლიურად.
„2020 წლის პარამეტრები დაფუძნებულია 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე, რაც საკმაოდ ამბიციურია, მაგრამ შესაძლებელი. ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე. შემოსავლები მიიმართა – საპენსიო და სოციალურ მიმართულებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე, ასევე პოლიციასა და ჯარზე. ამ მიმართულებაზე დგას სახელმწიფო. თუ გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ, ეს არის განათლების სისტემა და ფინანსები ამისკენ არის მიმართული. რაც შეეხება საგარეო ვალს, საგარეო ვალის ზრდის ძირითადი კომპონენტი ის იყო, რომ კურსი გაუფასურდა. ვალს სწორედ კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად ვიღებთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.