გიორგი კაკაურიძე - 2018 წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე უფრო მაღალია
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტით იყო დაგეგმილი.
კაკაურიძის განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 4,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ათი თვის მონაცემებით კი, 5 პროცენტია.
„ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 250 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მოგვცა. ეს ნაწილდება მუნიციპალიტეტებზე, ასევე 200 მილიონი ლარია ბიუჯეტში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ.