გიორგი კაკაურიძე - 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ 75.5% შეადგინა
გიორგი კაკაურიძე - 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ 75.5% შეადგინა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიროგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოიყოფილი თანხიდან 92% აითვისა, შს სამინისტრომ – 99%, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა – 92%, ხოლო დაზვერვის დეპარტამენტმა – 90.2%.

როგორც თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე კაკაურიძემ განაცხადა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა და  ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 74.6 %-ით შესრულდა.

„წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის მიხედვით, ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ 75.5% შეადგინა. რაც შეეხება შემოსულობების მაჩვენებლებს, ის 7,186, 235,9 ლარს შეადგენს, რაც პროგნოზირებული მაჩვენებლის 104.8%-ია. ასევე დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებლებია როგორც გადასახადების შესრულების ნაწილში, ასევე გრანტების და სხვა შემოსავლების კუთხითაც“, – აღნიშნა კაკაურიძემ.