გიორგი გუგავა - ვიმოქმედებთ იმ პრინციპებით, რომელიც საერთო ოპოზიციურ კოორდინაციას უზრუნველყოფს
გიორგი გუგავა - ვიმოქმედებთ იმ პრინციპებით, რომელიც საერთო ოპოზიციურ კოორდინაციას უზრუნველყოფს

ოპოზიცია დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, კოორდინაციაში ვიქნებით არჩევნების პერიოდში, ამას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ოპოზიციამ შეთანხმება მოახდინოს იქ, სადაც ამის რესურსი არსებობს.

„ზოგადად, არჩევნების წინ დუღილის ტემპერატურა იმატებს პარტიებს შორისაც, არის ერთმანეთთან გადაძახილ-გადმოძახილი, მაგრამ არსებითია სტრატეგია, რომ დასამარცხებელია ივანიშვილის ოლიგარქატი. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ და შეთანხმება მოვახდინოთ იქ, სადაც შეხების წერტილები გვაქვს და რაზეც ვთანხმდებით. რაც არის გაუგებრობის ან დაპირისპირების საგანი, ამაზე ნაკლები ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მით უმეტეს, მაჟორიტარები ტაქტიკური საკითხია, არსებითი საკითხი არ არის. არსებითი საკითხია ის, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს ივანიშვილს არ ჩამოუყალიბოს კოალიცური მთავრობა. ჩვენ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, კოორდინაციაში ვიქნებით არჩევნების პერიოდში, ამას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თუ ოლიგარქმა არჩევნების გაყალბება გადაწყვიტა, ერთიანი ძალით და ერთიანი ფრონტით მას შევუტევთ“, – განაცხადა გუგავამ.

გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ აქცენტი კოორდინაციაზე უნდა გააკეთოს.

„არსებითია პროპორციული არჩევნები, პარლამენტის 80 პროცენტი პროპორციული გზით აირჩევა. ამიტომ, აქცენტი ამაზე უნდა გაკეთეს, ერთიან კოორდინაციაზე, რათა უმტკივნეულოდ შევძლოთ შემოდგომის არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება. „ლეიბორისტულ პარტიას“  რეგიონებში, ცენტრში ჰყავს გამორჩეული ლიდერები, მოუსყიდავები, პრინციპულები, მებრძოლები, მაგრამ მათი დასახელება მოხდება კოორდინაციაში, რაც ხელს შეუწყობს ერთიან ფრონტს, პარტიების შეთანხმებულად მოქმედებას და ეგოისტური პრინციპებიდან გამომდინარე არ ვიმოქმედებთ. კანდიდატების საკითხი არის შეთანხმების საგანი. ვიმოქმედებთ იმ პრინციპებით, რომელიც უზრუნველყოფს საერთო ოპოზიციურ კოორდინაციას და იმ პრინციპებს, რაც „ლეიბოსირტული პარტიის“ ოფისში საერთო ოპოზიციურ ფორმატში იქნება შეთანხმებული. ამ პრინციპებიან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.