გიორგი გრძელიშვილი - ივანიშვილმა „ბლექ სი არენა“ გადასცა მთავრობას, ოპოზიცია გამოვარდა, ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო, დენდროლოგიური პარკი ოჯახის საკუთრებაში დატოვა, თავისთვის უნდაო, რა უნდა გააკეთო, რომ ნაცებს მოეწონოს?
ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა „ბლექ სი არენა“ და გადასცა მთავრობას, ოპოზიცია გამოვარდა – ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო, დენდროლოგიური პარკი ოჯახის საკუთრებაში დატოვა, რომ მიმდინარე ხარჯები თავად დაეფარა, ახლა შარად მოსდეს, თავისთვის უნდაო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა „ბლექ სი არენა“ და გადასცა მთავრობას. ოპოზიცია გამოვარდა – ქვეყანას ხარჯი გაეზარდაო. ოკ. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯით ააშენა დენდროლოგიური პარკი, იფიქრა, წინა შემთხვევის დროს სახელმწიფოს რომ გადავეცი, დამაბრალეს, ხარჯის გაწევა არ მინდოდაო, ადგა და ოჯახის საკუთრებაში დატოვა, რომ მიმდინარე ხარჯები თავად დაეფარა – ახლა შარად მოსდეს, თავისთვის უნდაო… რა გინდა, რომ ქნა, რა უნდა გააკეთო, რომ „ნაცებს“ მოეწონოს?“ – წერს გიორგი გრძელიშვილი.