გიორგი გოროზიამ თბილისის ”ლოკომოტივი” დატოვა და კარიერას მალტაში გააგრძელებს. 22 წლის ნახევარმცველს თბილისურ გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.
გოროზიამ კონტრაქტი მალტის მოქმედ ჩემპიონ კორადინოს „ჰიბერნიანსთან“ გააფორმა.
გოროზია ”ლოკომოტივში” 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჩაირიცხა. მანამდე კი ნორვეგიულ ”სტაბეკსა” და აზერბაიჯანულ ”ზირაში” თამაშობდა.