გიორგი ღიბრაძე - მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ცესკო-სთან, რათა არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს.
„ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დაგეგმილი არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს. მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, მათ შორის დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დაიგეგმება ისე, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.