გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ კითხვაზე - მობრძანდეს
მობრძანდეს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, „მობრძანდეს“.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. დღეს კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ხვალ დაბრუნების გეგმას წარადგენს.