თეა წულუკიანს დავაწინაურებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.
„თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ – „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს. უგულავა და ოქრუაშვილი. . . ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია. . . ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის? ახლა შეგიძლიათ, უთხრათ, რომ გადაყენებულია, თუ არა?“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რაზეც გორგი გახარიას პასუხი იყო – არა, დავაწინაურებ.