გიორგი გახარიას პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ 
გიორგი გახარიას პარლამენტში 18 მაისს მოუსმენენ 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში პარასკევს, 18 მაისს მოუსმენენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას არა რომელი ფრაქციის, ან კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, არამედ ის დეპუტატების კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხებს.

„დღეს შს მინისტრთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მინისტრს პარლამენტი მოუსმენს პარასკევს. დაისმება ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს აქვთ. მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს. ეს კითხვა-პასუხი საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსის კომპეტენცია არ არის, შეაფასოს იყო თუ არა გადაცდომები, ამაზე რეაგირებას ახდენენ შესაბამისი ორგანოები.

„პარასკევს დავსვამთ ყველა კითხვას, რაც თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გვაქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.