საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა.