გიორგი გახარიამ შსს-ს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წრდგენისას განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტოს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში იყო ჩართული 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათისა და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.