გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა
გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა

გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა.

გახარია მხარდამჭერებს მიესალმა და განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გუნდს დახურულ კარს მიღმა გაესაუბრება.

გახარიას განცხადებით, ქუთაისის წარმატება საქართველოს წარმატებაა.

„შეუძლებელია, ქვეყანაში გაგრძელდეს ეს ქაოსი. გვჭირდება წესრიგი. ჩვენ გვექნება პროგრამა თითოეულ ქალაქთან დაკავშირებით. ქუთაისი შეუძლებელია, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის გარეშე. ახალგაზრდების გარეშე. სამწუხაროდ, ყველა სახის დაპირება ამ ქვეყანაში გაცემულია, და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ დაპირებების შესრულება. ამ ქვეყანაში კორუფცია, ნეპოტიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გახარიამ.