გიორგი გახარიამ პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიის მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიის მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თითოეულ პოლიციელს, მედიკოსს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის მუშაკებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ მომსახურება გაუწიონ“,- განაცხადა გიორგი გახარაიამ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას პრევენციული ნაბიჯები, რათა ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, მთავრობამ, სამოქალქო სექტორმა და მოქალაქეებმა ეს ვირუსი დაამარცხონ.
„მინდა, გამოვთქვა ჩემი სრული რწმუნებულება იმაში, რომ ჩვენ ამ განსაცდელიდან და ამ გამოწვევიდან გამოვალთ გამარჯვებული“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.