საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა. გიორგი გახარიას მილოცვის ტექსტს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდი ავრცელებს.
„ძვირფასო ნიკოლ, მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე და გისურვოთ ჯანმრთელობა, ყველაფერი საუკეთესო და წარმატებები თქვენს მეტად საპასუხისმგებლო სამსახურში. ვისარგებლებ შემთხვევით და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება ორი ქვეყნის ხალხისა და ინტერესების საკეთილდღეოდ.
მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩემს ღრმა პატივისცემაში და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით მზადყოფნა გამოვთქვა. გულით გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და ყველაფერს საუკეთესოს“, – ნათქვამია გიორგი გახარიას წერილში.