გიორგი გახარიამ დუშეთში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა
დუშეთში პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა.
რეგიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან, შალვა კერესელიძესთან, ნათია მეზვრიშვილთან და ეკა ვეფხვაძესთან ერთად გახსნა.
ასევე, გიორგი გახარია დუშეთში, ფასანაურში, მლეთასა და ანანურში მოსახლეობას შეხვდა.
მან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.