გიორგი გახარიამ ჟურნალისტს მიმართა - თუ გინდათ, ინფორმაცია მოგაწოდოთ, ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, მეილი მომეცით და გამოგიგზავნით
ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი ნებისმიერ რეგიონში თუ ვინმეს ასაქმებდა, პირველ რიგში, პროფესიული ნიშანი და კეთილსინდისიერება იყო მთავარი, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ნეპოტიზმს შეეხებოდა.
„ნებისმიერ რეგიონში, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი თუ ვინმეს ასაქმებდა, პირველ რიგში, პროფესიული ნიშანი და კეთილსინდისიერება იყო მთავარი.
თქვენ თუ გინდათ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ ნეპოტისტები და კორუფციონერები სად უნდა ეძებოთ, სიის სახით, მეილი მომეცით და გამოგიგზავნით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.