გიორგი გახარია - ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტის დროს მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე
გიორგი გახარია - ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტის დროს მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე

სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავის ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოყვება კონტროლის მექანიზმები, არ არსებობს.

„სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავის ფუნქცია, და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე. არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოყვება კონტროლის მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენ შემთხვევში ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო არის იცით სად? პირველ რიგში იმ სპეციალური სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომელიც წინა ხაზზე არიან. სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როდესაც იქნება ამის აუცილებლობა, თუ ხვალ იქნება ამის აუცილებლობა, ეს სრწაფი ტესტები იქნება ხვალ. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. თქვენ თუ გგონიათ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვალდებული ვარ, ვიდგე და თქვენ მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, როგორც თქვენ გგონიათ, რომ აუცილებელია, ძალიან ცდებით. არის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პირობებშიც ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ძირითადი ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა და არა თქვენს პოპულისტურ კითხვებზე პასუხი“, – უპასუხა გიორგი გახარიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სწრაფ ტესტებს შეეხებოდა.