გიორგი გახარია - გარკვეული გავლენის ჯგუფებს, შეიძლება, ჰქონდეთ ინსტიტუტებზე ზემოქმედების ძალა, არის რამდენიმე ადამიანი, რომლისთვისაც ეს კარი დამიკეტავს
ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას ხელს უწყობს სუსტი ინსტიტუტები, გარკვეული გავლენის მატარებელ ჯგუფებს, შეიძლება, ჰქონდეთ გარკვეული ზემოქმედების ძალა ამ ინსტიტუტებზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით გახარიამ უპასუხა კითხვას: „როდესაც საუბრობთ სისტემურ კორუფციულ რისკებზე – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ეს ადამიანები ხელს უწყობდნენ თუ არა ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას“.
„ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკების გაჩენას ხელს უწყობს სუსტი ინსტიტუტები, ამ ადამიანებს, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელ ჯგუფებს, შეიძლება, ჰქონდეთ გარკვეული ზემოქმედების ძალა ამ ინსტიტუტებზე. ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში არ ჰქონდათ, ამას სჭირდება კონკრეტული ფაქტები. მე სადაც მქონია შესაძლებლობა და სადაც ასეთი ფაქტები მქონია, იქ ეს კარები ყოველთვის დამიკეტია“, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება კითხვას, „კონკრეტულად ამ ჩამოთვლილი პირებისთვის კარი დაგიკეტავთ?“, – გახარია პასუხობს: „ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამდენიმესთვის, კი“.