გიორგი გახარია - ყველას უნდა გვესმოდეს, შეზღუდვები არის აუცილებელი პირობა, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ
გიორგი გახარია - ყველას უნდა გვესმოდეს, შეზღუდვები არის აუცილებელი პირობა, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ

ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტობრივად ახლა შედის პიკში, ის რაც ხდება სომხეთში, ის რაც ხდება რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, ეს არის უდიდესი რისკი, თუმცა ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შეზღუდვები, რომლებსაც ვაგრძელებთ, ამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა თითოეული ჩვენი მოქალაქის. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, კომუნიკაცია. ჩვენ იმის შემდგომ, რომ გადავედით დისტანციურ საქმიანობაზე, საბჭოს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა კომუნიკაციის ნაწილი შესუსტდა და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. რადგან ლოგიკურად ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები არის აუცილებელი პირობა იმის, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტობრივად ახლა შედის პიკში, ის რაც ხდება სომხეთში, ის რაც ხდება რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, ეს არის უდიდესი რისკი, თუმცა ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ. ჩვენ ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ, ამიტომ ვამბობ, რომ უნდა ავამუშავოთ ნელ-ნელა ტურიზმი, ძალიან ფრთხილად, რადგან პოზიციები არ დავკარგოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.