გიორგი გახარია - ყველას, ოპოზიციას და მმართველ ძალასაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა
ყველა ძალას, ოპოზიციასაც და მმართველსაც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე უფრო დღეს გვჭირდება მდგრადი პოლიტიკური პროცესი, რათა საქართველოს ამბიციური გეგმა, ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ამ გეგმის შესრულება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თვითონ საარჩევნო პროცესიც, არჩევნების შემდგომ პროცესიც კიდევ ერთი დადასტურება უნდა იყოს საქართველოში შემდგომი დემოკრატიული განვითარების გაძლეირების.
ყველა ძალას, ოპოზიციას, მმართველსაც – ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა, ეს არის თითოული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.