გიორგი გახარია - პარლამენტს ყველამ ერთად მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე სწორ დასკვნებს გააკეთებენ
გიორგი გახარია - პარლამენტს ყველამ ერთად მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე სწორ დასკვნებს გააკეთებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

გიორგი გახარიას თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან რაიმე შინაარსობრივი შეკითხვა არ ახსენდება.

პრემიერის განცხადებით, წინ არჩევნებია და ყველამ ერთად პარლამენტს მეტი შინაარსი უნდა შესძინონ.

„არატრადიციულად, ბოლო შეკითხვიდან დავიწყებ -ბოლო შეკითხვა იყო, რომ ხომ არ გახსოვთ ოპოზიციის ერთი შინაარსობრივი შეკითხვა მაინცო, სამწუხაროდ, არა და ახლა გვარების მიხედვით გავყვები ყველა კითხვას, როგორც ოპოზიციის, ასევე ყველა დეპუტატის და ამის შეფასებას მივანდობ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მაყურებელებს ერთადერთი თხოვნით, რომ ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება,  დღევანდელმა მოსმენამაც დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი უკვე, ფაქტობრივად, შესულია საარჩევნო პროცესში და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები სწორ და ზუსტ დასკვნებს გააკეთებენ“,- განაცხადა გახარიამ.