გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში საბოლოოდ მოგვარდეს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში საბოლოოდ მოგვარდეს. პროგრესი სერიოზულია, ამაში კერძო სექტორმაც სერიოზული მონაწილეობა მიიღო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
მან ხაზი გაუსვა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა გაგრძელდება იმ ფინანსური რესურსის რაოდენობით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქართველმა ფერმერმა ფაროსანის პრობლემა აღარ იგრძნოს.
„თხილი, რომელიც ფაროსანამ უკიდურესად დააზიანა 2016-2019 წლების განმავლობაში, არის დასავლეთ საქართველოს, სამეგრელოს, გურიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. თქვენ, თავად ბრძანეთ, რამხელა საექსპორტო შემოსავლებია დღეს რეგიონში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში საბოლოოდ მოგვარდეს. პროგრესი სერიოზულია, ამაში კერძო სექტორმაც სერიოზული მონაწილეობა მიიღო და ვიცი, სამინისტროც განწყობილია, რომ პროგრამა უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ ფინანსური რესურსის რაოდენობით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქართველმა ფერმერმა ფაროსანის პრობლემა აღარ იგრძნოს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.