გიორგი გახარია - სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე, კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში, ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს კავშირი
სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კითხვას, დაირღვა თუ არა 8 მარტის შეთანხმება იმ ფაქტით, რომ გიორგი რურუა ისევ პატიმარია.
მისი თქმით, საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
„ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“, – განაცხადა გახარიამ.