გიორგი გახარია - ყველა კომპანიისთვის, რომელიც არის საკვები პროდუქტების წარმოების პირველად დასაქმებაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს დენის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50 პროცენტს
ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც არის საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოების პირველად დასაქმებაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50 პროცენტს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად, ელექტროენერგიაზე ტარფისი ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვები პროდუქტების საბოლოო ფასზე არ აისახება.
„მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს ამ გაზრდილი ტარიფის გადაცემის რისკი საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოების პირველად დასაქმებაში, სრულად ექნება დასუბსიდირებული დღევანდელსა და გაზრდილ ტარფის შორის სხვაობის 50 პროცენტით 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ელექტროენერგიაზე ტარფისი ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვები პროდუქტების საბოლოო ფასზე არ აისახება“, – განაცხადა გახარიამ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი