გიორგი გახარია - ყველა ის შემთხვევა, სადაც კანონი ირღვევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული
ყველა ის შემთხვევა, სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონი ირღვევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყოფილ პროკურორ სალომე ადეიშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას დაელოდება.
„რა თქმა უნდა, ის, რაც თქვენ ბრძანეთ, თუ სიმართლეა, მიუღებელია. თუმცა, პროკურატურა არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც თავად უნდა გააკეთოს განმარტება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.