გიორგი გახარია - წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იქნება
გიორგი გახარია - წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იქნება

წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იგეგმება.

„წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებით შეზღუდვები“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმით, დღეიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ფასი, თუ მინიმალური ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას.

„გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გახდება პრიორიტეტი #1. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასებული იქნება მსოფლიოში რამდენიმე კრიტერიუმით და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი“, – განაცხადა გახარიამ.