გიორგი გახარია - წელიწადზე მეტია, ისმის კითხვები, როდის მიდიხართ, ჯერ მოვდივარ, ხომ ხედავთ
წელიწადზე მეტია, უკვე ეს კითხვები ისმის, როდის მიდიხართ? დღეს, ხვალ, გუშინ უკვე ხომ არ წახვედით, ჯერ მოვდივარ ხომ ხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ ჭორები და მომაბეზრებელი უწოდა ინფორმაციას, თითქოს გუნდში უპირსპირდებიან და პრემიერობის დატოვებას აპირებს.
„ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც უკვე გახდა მომაბეზრებელი. რაღაც უფრო საინტერესო, შინაარსობრივ თემებზე ხომ შეიძლება, ვისაუბროთ. ხომ არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჟურნალისტებთან რამდენჯერ დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ ან როდის გადადგებით?! უკვე იუმორის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა გახარიამ.