გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს სამთავრობო ცვლილებებზე, თუ რამე მემუქრება, ამასაც თვალს გავუსწორებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს.
კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები და შეეხება თუ არა მას ცვლილება, გიორგი გახარია პასუხობს:
„წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. თუ რამე მემუქრება, ამასაც თვალს გავუსწორებ“, – განაცხადა გახარიამ.