გიორგი გახარია - წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას
წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშთან დაკავშირებით განაცხადა.
„სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიასთან დღეს გამართავს. მატჩი დღეს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება.