გიორგი გახარია - წარმატება არის ერთობლივი შრომის პროდუქტი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქის, ბიზნესის, ჟურნალისტების, ყველასი
კრიზისები, რომლებიც ბრძოლაში გადადის, რომლებსაც ამასთან ერთად ახასიათებს გაურკვევლობის უმაღლესი ხარისხი, რა თქმა უნდა, სოლიდარობის ხარისხს ზრდის, ეს ძალიან მარტივია, ელემენტარულად ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. ეს ქმნის ძალიან ხელსაყრელ პლატფორმას, რათა მოქალაქემ და სახელმწიფომ ხელახლა კი არ გაიაზრონ, უბრალოდ სადღაც დაბრუნდნენ და თქვან, რომ ახლა ჩვენი თანამშრომლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, წარმატება არის ერთობლივი შრომის პროდუქტი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქის, ბიზნესის, ჟურნალისტების – ყველასი.
„იქ სადაც სახელმწიფოები ან ხელისუფლებები მოქალაქეების ამ მზაობას მომზადებულები და პასუხისმგებლიანად შეხვდნენ და შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები გადადგეს, პირველ რიგში, აქ უნდა იყოს ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი, გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობის ხარისხი და რა თქმა უნდა, ზრუნვის ხარისხი. სახელმწიფოს მნიშვნელობა გაიზარდა აღქმების დონეზე და დიახ ეს ასეა. როგორც კი აქ შეცდომას დაუშვებ, ფეხი დაგიცდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების რეაქცია იქნება უმწვავესი და უსწრაფესი. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წარმატება არის ერთობლივი შრომის პროდუქტი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქის, ბიზნესის, ჟურნალისტების – ყველასი. თუ ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ და განვიხილავთ ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, შემდგომ წარმატების მეტი შანსი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.