გიორგი გახარია - პარლამენტიდან ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა შტურმს, ჩემთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ელჩიც იყო
დილის შვიდ საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს, უშუალოდ ყველაფერს პარლამენტიდან ვხედავდი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს ხედავდა, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა შტურმს. ამასთან, გახარიას თქმით, პარლამენტის შენობაში უცხოელ ელჩებთან ერთად იმყოფებოდა.
„დილის შვიდ საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს. მე ვიყავი იქ და უშუალოდ ვხედავდი ამ ყველაფერს პარლამენტიდან, რატომ ვარ ასე ემოციური. უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამოდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ, არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.