გიორგი გახარია - ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე, ყველაზე არის გადანაწილებული
ყოველთვის ვამბობდით და ახლაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია კრიზისის მართვის სწავლა და ასევე, პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკისრება.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნისთანავე ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ვამბობდოთ, რომ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, მათი სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობა და შემდგომ ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში დაბრუნება. ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ ადაპტაციას. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია. ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, უნდა ვისწავლოთ, როგორ ვუმკურნალოთ მოქალაქეებს, როგორ გამოვიძიოთ და მივაკვლიოთ პირველ წყაროს. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც უნდა გადავლახოთ ისე, როგორ წარმატებულადაც აქამდე გადავლახეთ. ამასთან ერთად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ყველაზეა გადანაწილებული“, – განაცხადა პრემიერმა.