გიორგი გახარია - ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს, მოვიდნენ, იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ
ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სპეკულირება მიმდინარეობს ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე და მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ.
„გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გააზრებული, რომლის ნაწილიც უკვე წარდგენილი იქნა და შემდგომ ნაწილსაც წარვუდგენთ ჩვენს მოქალაქეებს. იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს – ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებზე, საერთოდ მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ – საქართველო დღეს თუ სხვებთან შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, უმკლავდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. ეპიდემიაზე როდესაც არის საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზე არის საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ მოქალაქეებთან და არავის რჩევა, ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი მე, არ გვჭირდება. თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვეხმარნონ და არა ასე ტელევიზორიდან“, – განაცხადა გახარიამ.